პროექტის აღწერა
 

PR Exchange-ი, "BIA"–სა (ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს) და „კრედიტინფო საქართველოსთან“ (Creditinfo Georgia) ერთად, „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიუროს“ (NCIB) ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მან ფუნქციონირება 2011 წლის 19 ივლისიდან დაიწყო და წარმატებას მალევე მიაღწია: დღეისათვის PR Exchange–ის ქსელი აერთიანებს 1000–ზე მეტ კომპანიის მენეჯერსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს, 2500–ზე მეტ სიახლესა და 5000–მდე ყოველთვიურ უნიკალურ ვიზიტორს/ სტუმარს.

PR Exchange–ი ონლაინ პლატფორმაა (www.prexchange.ge), რომლის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს კომპანიების/ორგანიზაციების მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სხვა მიმართულების პროფესიონალებს წარმოაჩინონ საკუთარი თავი და კომპანია/ორგანიზაცია პოტენციური თუ არსებული მომხმარებლებისათვის შემდეგი სახის ინფორმაციის გაზიარების გზით: მიმდინარე აქტივობების ამსახველი სიახლეები, ახალი მომსახურებები, განხორციელებული ღონისძიებები, სხვადასხვა შეთავაზებები და სხვ. ბიზნეს კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ანუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება სრულიად უფასოდ გამოიყენონ შესაძლებლობა გაუზიარონ ცვლილებები ერთმანეთს, იყვნენ ინფორმირებულნი და გაზარდონ საკუთარი კომპანიების/ ორგანიზაციების ცნობადობა.

2013 წლის 5 აპრილიდან PR Exchange–ის პლატფორმაზე განთავსებული სიახლეები ინტეგრირდა „ბიას“ ონლაინ მონაცემთა ბაზაში – „ბიზნეს კატალოგი“ (www.bcat.ge), რომლის საშუალებითაც PR Exchange–ის ვებ–გვერდზე განთავსებული თითოეული სიახლე ავტომატურად აისახება „ბიზნეს კატალოგშიც“ და სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის მომხმარებლებს მათთვის საინტერესო კომპანიებისა და მენეჯერების შესახებ.

Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.