ინფორმაციის დაცვა
 

ძვირფასო მომხმარებლებო!

 

ჩვენი მიზანია, რომ თქვენ მიერ ჩვენს ვებ–გვერდზე გატარებული დრო იყოს სასიამოვნო და სასარგებლო.  prexchange.ge-ის (შემდგომში – ”ვებ–გვერდი”) კონფიდენციალობის პოლიტიკის შექმნის მიზანია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვზრუნავთ და უპირობოდ ვაღიარებთ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკა გაგაცნობთ, თუ რა სახის ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ჩვენ და მესამე პირებს მაშინ, როდესაც თქვენ სარგებლობთ ვებ–გვერდით. იმედი გვაქვს, პოლიტიკა დაგეხმარებათ პირადი ინფორმაციის ჩვენთვის გადმოცემისას მიიღოთ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება.

 

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ prexchange.ge-ზე და მისი საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე. იგი არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვებ–გვერდებზე, რომლებიდანაც შეიძლება prexchange.ge-ზე  გადმოსვლა ან prexchange.ge-დან გადასვლა ინტერნეტის ქსელში. შესაბამისად, ვებ–გვერდის ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა ვებ–გვერდების ქმედებებზე.

 

 

მიღებული ინფორმაცია

 

როდესაც თქვენ ეწვევით ვებ–გვერდს, ჩვენ განვსაზღვრავთ თქვენს IP მისამართს, ასევე ვაფიქსირებთ მომხმარებლების ვებ–გვერდის ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლას, ინფორმაციას განხორციელებული ძიებების შესახებ.

 

ჩვენს მიერ ვებ–გვერდიდან მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს მომხმარებლებისათვის ვებ–გვერდით სარგებლობის პირობების გასაუმჯობესებლად, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:


ა) ვებ–გვერდით სარგებლობის პირობების გაუმჯობესების ორგანიზება;
ბ) ახალი პროდუქტის შემუშავება;
გ) მომხმარებლისათვის შესაძლებლობის მიცემა მიიღონ საფოსტო გზავნილები სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ, თუკი მომხმარებელს ამის სურვილი ექნება;
დ) ვებ–გვერდით სარგებლობის წესებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისათვის.

 

 

ვებ–გვერდი ”აგროვებს”: ა) მხოლოდ ზოგად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ (თქვენი ”ბრაუზერი”) ნებაყოფლობით გვთავაზობთ თქვენს მიერ ვებ–გვერდზე შემოსვლისას; ბ) პირად მონაცამებს, რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით ვებ–გვერდზე დარეგისტრირებისას ან/და გ) პირად მონაცამებს, სარეკლამო ან საინფორმაციო ხასიათის მასალებს (ტექსტურს, გრაფიკულს, აუდიო–ვიდეოს და სხვა), საკუთარი თავისა და იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ როდესაც  გვიგზავნით შეტყობინებებს (ელ–ფოსტით ან სხვა საშუალებით).

 

ამასთან, ვებ–გვერდი იყენებს ვებ–სერვერის სტანდარტულ საშუალებებს ვებ–გვერდზე შემომსვლელთა რაოდენობის გამოსათვლელად და სერვერის ტექნიკური შესაძლებლობების შესაფასებლად. ამ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რამდენი ადამიანი სტუმროს ვებ–გვერდს და შევუქმნათ ვებ–გვერდის მომხმარებლებს სარგებლობისათვის უფრო მოხერხებული პირობები, უზრუნველვყოთ ვებ–გვერდის შესაბამისობა გამოყენებულ ”ბრაუზერებთან” და ჩვენი ვებ–გვერდის გვერდების შინაარსი გავხადოთ რაც შეიძლება მეტად სასარგებლო მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვიწერთ ვებ–გვერდზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ ეს ინფორმაცია არ ეხება კონკრეტულ მომხმარებლებს. ამდენად, უშუალოდ თქვენზე არანაირი ინფორმაცია (გარდა თქვენს მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაციისა), თქვენი თანხმობის გარეშე,  არ იქნება შენახული ან გამოყენებული ვებ–გვერდის ადმინისტრაციის მიერ.

 

 

ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა

 

ნებისმიერი პირადი ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ვებ–გვერდის მეშვეობით, მათ შორის, თქვენი ელ–ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, თქვენს შესახებ პირადი ინფორმაცია ან სხვა მონაცემი დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს) თქვენი თანხმობის გარეშე.  აღნიშნული ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენებამდე, ჩვენ წინასწარ გამოვითხოვთ თქვენგან ასეთი გამოყენების ნებართვას.

 

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უზრუნველვყოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაციის  გამჟღავნებისგან დაცვა ჩვენი ქსელისა და სისტემის უსაფრთხოების შენარჩუნებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენს მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომებით აღკვეთილი იქნება ამ ინფორმაციის მესამე პირებისაგან უკანონო გზით (სისტემის გატეხვით) მიღების შესაძლებლობა.

 

ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს თქვენს შესახებ ჩვენთან დაცული მონაცემებისა და ვებ–გვერდის თქვენს მიერ გამოყენების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემის ან საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვას, მაგრამ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თქვენი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე, გავხსნათ აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებისათვის:


ა) თუკი ასეთის მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება კანონით;
ბ) თუ მოთხოვნილი იქნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ;
გ) ეს ინფორმაცია საჭიროა იმ პირის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც არღვევს ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკასა და მოხმარების წესებს;
დ) ვებ–გვერდის სწორად მართვის მიზნით;
ე) ჩვენი შვილობილი, მონათესავე (აფილირებული პირებისათვის) ან/და მინდობილი კომპანიებისათვის, ამ ინფორმაციის მხოლოდ ჩვენი სახელით დამუშავების მიზნითა და ჩვენს მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალობის პირობებისა და პროცედურების დაცვით.

 

თუკი ჩვენი ვებ–გვერდის მფლობელი განახორციელებს სხვა კომპანიასთან შერყწმის, საკუთარი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერი სახის გასხვისების ტრანსაქციას, ჩვენ ვიძლევით  გარანტიას, რომ ის თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც გახდება ზემოთ მითითებული ტრანსაქციის საგანი, გადაეცემა გარიგების მეორე მხარეს  კონფიდენციალობის დაცვის იგივე პირობებით.

 

თხოვნებისა და პრეტენზიების განხილვა

 

ვებ–გვერდის ადმინისტრაცია რეგულარულად ამოწმებს კონფიდენციალობის პოლიტიკის მოთხოვნების დაცვას. თქვენი წერილობითი პრეტენზიის ან/და თხოვნის მიღების შემთხვევაში, ვებ–გვერდის ადმინისტრაცია აუცილებლად დაგიკავშირდებათ მათ განსახილველად.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი წერილობითი პრეტენზია ეხება თქვენს შესახებ ჩვენთან დაცული ინფორმაციის უზუსტობის აღმოფხვრას ან/და გაუქმებას, ვებ–გვერდის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს თქვენს თხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის შენახვა არ მოითხოვება კანონმდებლობით ან აუცილებელია ვებ–გვერდის მფლობელისათვის.  პრეტენზიისა და თხოვნის დამუშავებამდე მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ვინაობა და ის ინფორმაცია, რომლის შეცვლას ან გაუქმებასაც ითხოვს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თხოვნის შესრულებაზე, თუ:


ა) მათ სისტემატური ან ხშირი ხასიათი აქვთ;
ბ) თუ მათი ტექნიკური რეალიზაცია არაგონივრულად დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს;
გ) თუ ისინი საფრთხეს უქმნიან სხვა მომხმარებლების შესახებ დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას;
დ) თუ მოთხოვნების შესრულება არ არის მიზანშეწონილი ტექნიკური თვალსაზრისით.

 

 

კონფიდენციალური პოლიტიკის ცვლილება

 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დრო და დრო შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა, ხოლო მისი შესწორებული ვერსია განვათავსოთ ვებ–გვერდზე. ჩვეულებრივ, ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ პოლიტიკის შეცვლილი ვერსიის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ცვლილებები მოიცავს ადრე მიღებულ ინფორმაციასაც, ეს მკაფიოდ აღნიშნული იქნება პოლიტიკის ახალ ვერსიაში.

 

Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.