მომსახურებები
 

PR Exchange–ი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: „PRX მომხმარებელი“, „PRX მენეჯერი“ და „PRX აგენტი“.

„PRX მომხმარებელი“ შეიძლება იყოს ყველა დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე კომპანიას ან ორგანიზაციას. ამ მომსახურების გამოყენებისას თქვენ გეძლევათ საშუალება:

  • შეიძინოთ მეტი ნაცნობი, დაუმეგობრდეთ და ეკონტაქტოთ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სხვა მიმართულების მენეჯერებს
  • გახდეთ ინფორმირებული თქვენთვის საინტერესო დარგებსა და კომპანიებში/ ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებების შესახებ
  • გამოხატოთ თქვენი მოსაზრება სხვადასხვა სიახლეების, აქციების, ღონისძიებების, სხვ. შესახებ და შეაფასოთ ისინი
  • გაეცნოთ ვებ-გვერდის სტატისტიკას ყველაზე აქტიური/რეიტინგული მენეჯერებისა და ყველაზე კითხვადი სიახლეების შესახებ
  • გაეცნოთ რჩევებს/“ქეისებს” მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა მიმართულების უცხოელი და ადგილობრივი პროფესიონალებისგან

„PRX მომხმარებლი“–ს მომსახურების გამოყენებისთვის საჭიროა (1) დარეგისტრირდეთ ვებ–გვერდზე www.prexchange.ge, (2) გამოიწეროთ სიახლეები („ყოველთვიური ნიუსლეთერი“) თქვენთვის საინტერესო დარგებისა და კომპანიების/ ორგანიზაციების შესახებ.

 

„PRX მენეჯერი“ წარმოადგენს ვებ–გვერდზე კომპანიის/ორგანიზაციის სახელით დარეგისტრირებულ პირს. „PRX მენეჯერი“–ს მომსახურების გამოყენებისას თქვენ გეძლევათ საშუალება:

  • შეიძინოთ მეტი ნაცნობი, დაუმეგობრდეთ და ეკონტაქტოთ კოლეგებს მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა მიმართულებით
  • გახდეთ ინფორმირებული თქვენთვის საინტერესო დარგებსა და კომპანიებში/ ორგანიზაციებში (მაგ. არსებული/პოტენციური მომხმარებლები, კონკურენტები) მიმდინარე ცვლილებების შესახებ
  • გაზარდოთ საკუთარი თავის და თქვენივე კომპანიის საქმიანობისა და მომსახურების ცნობადობა
  • დაიმკვიდროთ თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის სასურველი იმიჯი
  • მიაწოდოთ თქვენს სამიზნე სეგმენტს პირდაპირ მათზე მორგებული ინფორმაცია
  • მიიღოთ უკუკავშირი თქვენს სიახლეებზე (აქციები, მიღწევები, სპეციალური შეთავაზებები/ ფასდაკლებები, ქველმოქმედება, ახალი პროდუქტები/მომსახურება, სხვ.) არსებული/ პოტენციური მომხმარებლებისგან
  • გამოხატოთ თქვენი მოსაზრება სხვადასხვა სიახლის, აქციის, ღონისძიების შესახებ და შეაფასოთ ისინი
  • გაეცნოთ ვებ-გვერდის სტატისტიკას ყველაზე აქტიური/რეიტინგული მენეჯერებისა და ყველაზე კითხვადი სიახლეების შესახებ
  • გაეცნოთ რჩევებს/ “ქეისებს” მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სხვა მიმართულების უცხოელი და ადგილობრივი პროფესიონალებისგან

„PRX მენეჯერი“–ს მომსახურების გამოყენებისთვის საჭიროა (1) დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე www.prexchange.ge, (2) შექმნათ საკუთარი კომპანიის პროფილი, (3) განათავსოთ საკუთარ კომპანიაში/ ორგანიზაციაში მიმდინარე სიახლეები როგორც ტექსტის, ასევე ფოტო–ვიდეო მასალის სახით, (4) გამოიწეროთ თვის შემაჯამებელი მოხსენება (newsletter) თქვენთვის საინტერესო დარგებისა და კომპანიების/ორგანიზაციების შესახებ, (5) ისარგებლოთ სტატისტიკური მონაცემებით (თქვენს დარგში არსებულ სიახლეებსა და განთავსებული ინფორმაციის სიხშირეზე, ყველაზე მოთხოვნად კომპანიებსა და  ინფორმაციებზე, ყველაზე ხშირად გაცნობილ და გამოხმაურებად ინფორმაციებზე).

 

„PRX აგენტი“ PR Exchange–ის დაქირავებული თანამშრომელია, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, კომპანიებს/ორგანიზაციებს სთავაზობს სიახლეების მომზადების, PR Exchange–ის  ვებ– გვერდზე განთავსებისა და მათი მონიტორინგის მომსახურებას. იგი განკუთვნილია მარკეტინგული და PR აქტივობების განსახორციელებლად არასაკმარისი რესურსების მქონე კომპანიებისათვის.

„PRX აგენტი“ საშუალებას გაძლევთ:

  • დაზოგოთ ფინანსური, ადამიანური თუ დროითი რესურსები
  • მშვიდად შეხვდეთ კომპანიაში მარკეტინგისა და პი–არის პროფესიონალების არაარსებობას
  • გაზარდოთ თქვენი კომპანიის, მისი საქმიანობისა და პროდუქტების/მომსახურების ცნობადობა
  • დაიმკვიდროთ თქვენი კომპანიისთვის სასურველი იმიჯი
  • მიაწოდოთ სამიზნე სეგმენტს მათზე მორგებული ინფორმაცია
  • მიიღოთ უკუკავშირი თქვენს სიახლეებზე (აქციები, მიღწევები, სპეციალური შეთავასებები/ ფასდაკლებები, ქველმოქმედება, ახალი პროდუქტები/ მომსახურება, სხვ.) არსებული/ პოტენციური მომხმარებლებისგან

„PRX აგენტი“–ს მომსახურების გამოყენებისთვის საჭიროა: (1) დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ კომპანიის მოკლე აღწერილობა და ლოგო, (2) აირჩიოთ თქვენი კომპანიის სიახლეების განთავსების სასურველი პაკეტი და (3) მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის სიახლეების მონიტორინგის ან სხვა ტიპის ანგარიშის (მაგ. თვის შემაჯამებელი მოხსენება – newsletter, თვის კონკურსის გამარჯვებულები, სხვ.) მიღების სასურველი პერიოდულობის შესახებ.

Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.