წესები
 

ძვირფასო მომხმარებლებო!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოციალურ, საინფორმაციო და სარეკლამო ვებ–გვერდზე prexchange.ge (შემდგომში – “ვებ–გვერდი”), რომელიც აერთიანებს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს და რომლის მიზანია PR–კლუბის შექმნის იდეის მხარდაჭერა და განხორციელება.


ვებ–გვერდით სარგებლობის დაწყებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ სარგებლობის წესებსა და პირობებს (შემდგომში – “სარგებლობის წესები”). თქვენი თანხმობის დადასტურებისა და ვებ–გვერდით სარგებლობისას ან/და ვებ–გვერდზე განთავსებული მასალების გადმოწერისა და გამოყენებისას, თქვენ იღებთ ვალდებულებას დაიცვათ  ქვემოთ მოცემული წესები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ნუ დაადასტურებთ თქვენს თანხმობას და ნუ ისარგებლებთ ვებგვერდზე განთავსებული მასალებით.


აღნიშნული წესების თანახმად თქვენ გაქვთ უფლება:


1. გახდეთ ვებ–გვერდის მომხმარებელი და დაათვალიეროთ საიტი, გაეცნოთ გამოქვეყნებულ ტექსტურ, ვიზუალურ, აუდიო, ვიდეო და გრაფიკულ მასალებს, ისარგებლოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციითა და ვებ–გვერდის ყველა რესურსით;
2. გახდეთ prexchange.ge სივრცის ავტორიზებული მომხმარებელი (რეგისტრირებული წევრი), რათა მიიღოთ მონაწილეობა მის ცხოვრებაში (გააკეთოთ კომენტარი, შეაფასოთ მასალები, მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, გაიჩინოთ მეგობრები, როგორც ავტორიზებულ მომხმარებელთა, ისე PR–მენეჯერთა შორის და სხვა);
3. გახდეთ prexchange.ge სივრცის ავტორიზებული PR–მენეჯერი, რათა მოგეცეთ თქვენი PR–საქმიანობის ვებ–გვერდით განხორციელების საშუალება (განათავსოთ საინფორმაციო და სარეკლამო ხასიათის, როგორც ტექსტური, ისე აუდიო და ვიდეო მასალა, მიიღოთ გამოხმაურება, დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები, როგორც ავტორიზებულ მომხმარებლებთან, ისე PR–მენეჯერებთან და სხვა).

 

ავტორიზებული მომხმარებელის რეგისტრაციის პირობები


იმისათვის, რომ გახდეთ ვებ–გვერდის ავტორიზებული მომხმარებელი, თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაციის პროცედურა, რომლის პროცესშიც:

  • გვაწვდით თქვენს სახელსა და გვარს;
  • დაბადების თარიღს;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართს;
  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელს (username-ს);
  • პაროლს;
  • აუცილებლად ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ვებ–გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

ავტორიზებული PR–მენეჯერის რეგისტრაციის პირობები


იმისათვის, რომ გახდეთ ვებ–გვერდის ავტორიზებული PR–მენეჯერი, თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზებულ PR–მენეჯერად რეგისტრაციის პროცედურა, რომლის პროცესშიც:

 

  • გვაწვდით თქვენს სახელსა და გვარს;
  • დაბადების თარიღს;
  • სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართს;
  • იმ კომპანიის სახელწოდებას, რომელსაც წარმოადგენთ;
  • იმ კომპანიის საქმიანობის სფეროს, რომელსაც წარმოადგენთ;
  • ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ;
  • სამსახურებრივი ტელეფონის ნომერს;
  • პირადი მობილური ტელეფონის ნომერს;
  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელს (username-ს);
  • პაროლს;
  • აუცილებლად ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ვებ–გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

 

 

ვებ–გვერდით სარგებლობის ძირითადი წესები და პირობების გაცნობამდე, გატყობინებთ, რომ ვებ–გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ–გვერდის სარგებლობის წესები და პირობები, რის თაობაზეც გაცნობებთ საიტის მთავარ გვერდზე. გთხოვთ, პერიოდულად თვალ-ყური ადევნოთ მსგავსი ხასიათის შეტყობინებების გამოქვეყნების მიმდინარეობას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას!

 

 

ტერმინთა განმარტებები

 

ვებ–გვერდი - წარმოადგენს დომენზე prexchange.ge გაერთიანებულ ერთი თემატიკისა და დიზაინის ვებ-გვერდებს. სასტარტო (მთავარი) გვერდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია   შემადგენელ გვერდებზე და შემდგომში   მათ ქვეგვერდებზე შესვლა, ინტერნეტში განთავსებულია მისამართზე:     http://www.prexchange.ge.

 

ვებ–გვერდის მომხმარებელი - არის ნებისმიერი პირი, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით შევა ზემოთ მითითებულ მისამართზე.

 

ავტორიზებული მომხმარებელი - არის ნებისმიერი 10 (ათ) წელს გადაცილებული მომხმარებელი, რომელმაც გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია.

 

ავტორიზებული PR–მენეჯერი - არის რომელიმე კომპანიის მოქმედი PR–მენეჯერი ან პირი, რომელსაც კომპანიისაგან მინიჭებული აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფლებამოსილება და რომელმაც გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია.

 

ვებ–გვერდის ადმინისტრაცია - უფლებამოსილ პირთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საიტის მართვასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

 

სკაბრეზული – უწმაწური, უხამსი, ზრდილობის მიღებულ ნორმებს გადაცილებული გამონათქვამი (მიმართვისას, შეფასებისას, კომენტარის გაკეთებისას);

 

დისკრიმინაციული გამონათქვამი – მომხმარებელთან მიმართვისას, ვებ–გვერდზე განთავსებული მასალის/ინფორმაციის შეფასებისას, ნებისმიერ თემაზე კომენტარის გაკეთებისას ვებ–გვერდის ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა მესამე პირის მიმართ უთანასწორო, არასამართლიანი დამოკიდებულების გამოვლენა და ასეთი მოპყრობა, რომელსაც საფუძვლად უდევს რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი, გონებრივი შესაძლებლობებისა თუ ფიზიკური უნარების განსხვავება და რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

 

შეურაცხმყოფელი გამონათქვამი – მომხმარებელთან მიმართვისას, ვებ–გვერდზე განთავსებული მასალის/ინფორმაციის შეფასებისას, ნებისმიერ თემაზე კომენტარის გაკეთებისას ვებ–გვერდის ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა მესამე პირის პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამი (სიტყვა, წინადადება).

 

SPAM- –მომხმარებლის მიერ მასალაში ერთ და იგივე უცხო საიტის სხვა და სხვა გვერდების ან პარტნიორული მითითების დიდი ოდენობით მოთავსება. მითითებების მოთავსება იმ   საიტების მისამართებზე, რომლებიც აგებულები არიან კონტექსტურ რეკლამაზე ან დიდი ოდენობით გააჩნიათ pop-up ფანჯრები და სხვა რესურსებზე ავტომატური გადამისამართება.

ზოგადი დებულებები

 

ვებ–გვერდით სარგებლობის წესები და პირობები არის სავალდებულო დოკუმენტი (რეგლამენტი), რომელიც არეგულირებს ვებ–გვერდით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ვებ–გვერდის ადმინისტრაციასა და მომხმარებელს შორის. სარგებლობის წესებსა და პირობებს ცალმხრივად ადგენს, ცვლის და აუქმებს მხოლოდ ვებ–გვერდის ადმინისტრაცია. წესებისა და პირობების ახალი რედაქციის შემუშავების შემთხვევაში, ძველი რედაქცია ითვლება ძალადაკარგულად. ახალი რედაქციის გამოქვეყნებიდან ადმინისტრაციისა და მომხმარებლის ურთიერთობები რეგულირდება ახლად დადგენილი  ნორმებით.

 

ვებ–გვერდის მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

 

1. ვებ–გვერდის მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები   ძალაში შედის ვებ–გვერდის შემადგენლობაში   შემავალ ნებისმიერ ვებ-გვერდებისათვის მიმართვისთანავე.

2. ვებ–გვერდის მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს ვებ–გვერდის შემადგენელ გვერდებს, მათზე გამოქვეყნებულ ტექსტურ, გრაფიკულ და სხვა მასალას, ამობეჭდოს და ისარგებლოს მისთვის საინტერესო ინფორმაციით.

3. ვებ–გვერდის ავტორიზებულ მომხმარებელს მე–2 პუნქტში მითითებულ უფლებებთან ერთად უფლება აქვს სრულად ისარგებლოს ვებ–გვერდის დამატებითი შესაძლებლობებით (სერვისებით), კერძოდ: გააკეთოს კომენტარი ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებთან დაკავშირებით, შეაფასოს ისინი, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე გამოკითხვებში, დაუმეგობრდეს, როგორც სხვა ავტორიზებულ მომხმარებლებს, ისე ავტორიზებულ PR-მენეჯერებს, ისაუბროს მათთან, შექმნას და მართოს საკუთარი პროფილი და სხვა, გარდა ფასიანი მომსახურების სახეობებისა ან იმ სერვისებისა, რომლებიც ითხოვენ სპეციალურ შეთანხმებას ან ხელშეკრულებას.

4. ვებ–გვერდის ავტორიზებულ PR-მენეჯერს მე–2 პუნქტში მითითებულ უფლებებთან ერთად უფლება აქვს სრულად ისარგებლოს ვებ–გვერდის დამატებითი სპეციალური შესაძლებლობებით (სერვისებით), კერძოდ: ატვირთოს საინფორმაციო მასალები (სიახლეები) იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს,  განათავსოს ვიზუალური, აუდიო, ვიდეო ან გრაფიკული მასალები, შექმნას ფოტო და/ან ვიდეო გალერეა, თავად განსაზღვროს განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსი, დაუმეგობრდეს, როგორც სხვა ავტორიზებულ მომხმარებლებს, ისე ავტორიზებულ PR-მენეჯერებს, მონაწილეობა მიიღოს საერთო რეიტინგულ და შესაბამის სპეციალიზებულ ფორუმში, გამოკითხვაში, დისკუსიაში, კონკურსში, ისარგებლოს სტატისტიკური მონაცემებით, გამოიწეროს და მიიღოს სიახლეები, კონკურენტი ან სხვა კომპანიის სიახლეები, გააკეთოს კომენტარი გამოქვეყნებულ სტატიაზე, შეაფასოს ისინი, შექმნას და მართოს საკუთარი პროფილი და ისარგებლოს ვებ–გვერდის ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული PR-მენეჯერებისათვის შეთავაზებული სხვა ფასიანი თუ უფასო სერვისებით. ამასთან, ავტორიზებულ PR-მენეჯერს აქვს უფლება: ა) წაშალოს ავტორიზებული მომხმარებლის ან/და ავტორიზებული PR-მენეჯერის მიერ დატოვებული სკაბრეზული, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან მისთვის მიუღებელი კომენტარი/შეფასება; ბ) ურთიერთობა შეუზღუდოს (დაბლოკოს) მისთვის მიუღებელ მომხმარებელს, ვებ–გვერდის ადმინისტრაციასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.

 

 

ვებ–გვერდის მომხმარებელს ეკრძალება:

 

1. ელექტრონული და ავტომატიზებული საშუალებების გამოყენება საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესაგროვებლად.
2. ვებ–გვერდის სხვა მომხმარებლის, ცალკეული პიროვნების, ორგანიზაციის მიმართ სკაბრეზული, დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ძალადობის წამახალისებელი ან შემცველი  გამონათქვამების ხმარება (მიმართვისას, კომენტარისას, შეფასებისას) და/ან ასეთი შინაარსის მქონე ტექსტური შეტყობინებების, გრაფიკული გამოსახულებებისა და სხვა მასალების ვებ–გვერდზე გამოქვეყნება;
3. სოციალური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გამომწვევი ან უპირატესობის შემცველი პროპაგანდისა და აგიტაციის გაწევა.
4. სხვა პირის პერსონალური (მათ შორის საკონტაქტო), დაცული და/ან კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის, კომერციული საიდუმლოების) ვებ–გვერდზე განთავსება ან პირადი შეტყობინებით მისი გამოქვეყნება, თუ ამ ქმედების შემსრულებელი პიროვნება არ არის კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირი ან/და არ აქვს ამ პირისაგან მიღებული თანხმობა.
5. კანონით დაცული ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ან მათი ასლების ვებ–გვერდზე გამოქვეყნება, თუ პიროვნებას არ გააჩნია უშუალოდ მესაკუთრისაგან მოცემული ან დელეგირებული უფლებები.
6. პორნოგრაფიული და ეროტიკული ხასიათის მასალების განთავსება ან ტექსტური და   ტექნიკური გადასვლების მომცველი მითითებების მინიშნება სხვა საიტებზე, რომლებიც მოიცავენ ასეთ მასალებს.
7. რეგისტრაციის პროცესში სხვისი გვარისა და სახელის, პერსონალური ინფორმაციის, გამოსახულების საკუთარის ნაცვლად შეტანა ან საკუთარ პერსონალურ ინფორმაციაში ყალბი მონაცემების დაფიქსირება.
8. ერთი პირის მიერ რამდენიმე Account-ის დარეგისტრირება სხვადასხვა პერსონალური (გამოგონილი) მონაცემებით ან საკუთარი Account-ის მონაცემების სხვისთვის გადაცემა.
9. Account -ის რეგისტრირება პირთა ან ორგანიზაციათა ჯგუფზე, ვინაიდან გაერთიანებების და ორგანიზაციების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
10. ვებ–გვერდის ფუნქციონირების დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები. ვებ–გვერდის მართვაში არასანქცირებული შეღწევის მცდელობები, პირველ ყოვლისა, დახურულ, შემადგენელ პროგრამულ ქვედანაყოფებში, რომლებშიც შესვლა დაშვებულია მხოლოდ ვებ–გვერდის ადმინისტრაციისათვის. ვებ–გვერდის ადმინისტრაციის მიერ ამ სახის ქმედებები შეფასებულ იქნება, როგორც ქსელური შეტევა.
11. ვირუსებისა და სხვა მავნე დამრღვევი, დესტრუქციული კოდის ფაილების ან პროგრამების გავრცელება ვებ–გვერდზე.
12. SPAM - ის ხასიათის გზავნილების განთავსება ვებ–გვერდზე, ვინაიდან ტექსტური, გრაფიკული, აუდიო-ვიდეო მასალის იმპორტის შემთხვევაში, მომხმარებელი საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი გამოყენების მართებულობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მასალა შეიძლება დაცული იყოს   საავტორო უფლებებით. ამგვარი Account -ის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაცია მომხმარებელს დროებით შეუჩერებს ვებ–გვერდის რესურსებით სარგებლობას, ხოლო ამ სახის სისტემატური  დარღვევებისას - გააუქმებს რეგისტრაციას.
13. ვებ–გვერდზე დაცული პერსონალური და დაცული მონაცემების არასანქცირებული მოგროვება (ნებისმიერი საშუალებით) ან/და გამოყენება. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გამოიკვლიოს ასეთი არასანქცირებული გამოყენების თითოეული შემთხვევა და დამრღვევი პირისაგან მოითხოვოს დამდგარი ზიანის სრული ანაზღაურება.

 

 

ვებ–გვერდის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები

 

1. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არის დომენის prexchange.ge მესაკუთრე და მას გააჩნია ყველა უფლება ვებ–გვერდის, მის შემადგენლობაში შემავალი კომპიუტერული პროგრამების, მონაცემთა ბაზების,   საინფორმაციო მასალების, გრაფიკული გამოსახულებების, რომლებიც წარმოადგენენ სამომხმარებლო ინტერფეისის ელემენტებს, აგრეთვე ვებ–გვერდის დიზაინის, დამცავი მექანიზმების და ა.შ. გამოყენებასთან დაკავშირებით. ვებ–გვერდის ლოგოტიპი და სხვა მისი ნიშნები წარმოადგენენ prexchange.ge-ს მომსახურების სავაჭრო ნიშანს, ხოლო ვებ–გვერდზე გამოყენებული სხვა სასაქონლო ნიშნები და ლოგოტიპები წარმოადგენენ სხვა მფლობელების საკუთრებას.
2. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არის მხოლოდ ინფორმაციული შუამავალი და ახორციელებს  ინტერნეტის მეშვეობით მომსახურების მიწოდებას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, გრაფიკული გამოსახულების და/ან სხვა მასალების გადაცემის, შენახვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით.
3. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლების მიერ განთავსებულ საინფორმაციო (მათ შორის, აუდიო–ვიდეო) მასალებში, გრაფიკულ გამოსახულებებში,  ფორუმში, სტატიებში და კომენტარებში ისახება მომხმარებლების მიერ შერჩეული ინფორმაცია და მათი პირადი მოსაზრება, prexchange.ge არ აგებს პასუხს ამ მასალებისა და ინფორმაციის შინაარსზე, უტყუარობაზე და ვებ–გვერდის იმ მომხმარებელმა, რომელსაც სურს გამოქვეყნებული ნებისმიერი სახის მასალის შემდგომი გამოყენება, თავად უნდა შეაფასოს და განსაზღვროს ამ მასალის უტყუარობა.  
4. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ  ტექსტური, ფოტო–ვიდეო–აუდიო მასალების, გრაფიკული გამოსახულებების, სასაქონლო ნიშნების, ლოგოტიპების გამოქვეყნებისას ინტელექტუალური და მომიჯნავე (საავტორო) უფლებების დარღვევაზე. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არ არის ვალდებული გადაამოწმოს მომხმარებლის უფლებამოსილება ასეთი მასალის გამოყენებაზე. შესაბამისად, ამ პუნქტში აღნიშნული უფლებების დარღვევის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
5. ვებ–გვერდის ადმინისტრაციის მიერ არჩეული სტრატეგიისა და მიზნების გათვალისწინებით, ვებ–გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას PR-მენეჯერების მიერ ვებ–გვერდზე განსათავსებელი ტექსტური მასალები, ვებ–გვერდზე განთავსებამდე, შეასწოროს მხოლოდ ორთოგრაფიული, სტილისტური, გრამატიკული გამართულობის უზრუნველსაყოფად, ტექსტის შინაარსის შეუცვლელად. შესაბამისად, ვებ–გვერდის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც დაკავშირებული იქნება PR-მენეჯერების მიერ განთავსებული ნებისმიერი მასალის შინაარსთან, გადამისამართდება (გადაეგზავნება) შესაბამის PR-მენეჯერს, ხოლო პრეტენზიის ავტორს ეცნობება მისი შეტყობინების PR-მენეჯერისათვის გადაგზავნის თარიღი და განემარტება, რომ წინამდებარე წესების თანახმად, მასალის შინაარსთან დაკავშირებით ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი. 
6. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია PR-მენეჯერისათვის ავტორიზაციის მინიჭებამდე ან ავტორიზაციის შემდეგ, გადაამოწმოს PR-მენეჯერის ვინაობის შესაბამისობა მის მიერ რეგისტრაციისას მიწოდებულ მონაცემებთან, კერძოდ: ადმინისტრაციის წარმომადგენელი უფლებამოსილია დარეკოს PR-მენეჯერის მიერ მითითებულ კომპანიაში და კომპანიის პასუხისმგებელი პირისაგან მოითხოვოს PR-მენეჯერის ვინაობისა და უფლებამოსილების დადასტურება.
7. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია განაგებს მის სტრატეგიულ და მიმდინარე დაგეგმვასა და მართვას, განსაზღვრავს სერვისების შემადგენლობას, ვებ–გვერდის სტრუქტურასა და დიზაინს, ნებას რთავს ან ზღუდავს ვებ–გვერდზე და მის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მართავს ვებ–გვერდის სხვა საქმიანობას.
8. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არეგულირებს ვებ–გვერდის კომერციული გამოყენების, რეკლამის განთავსების, პარტნიორული ურთიერთობებისა და ამ სახის სხვა საკითხებს.
9. დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეაჩეროს ან დაბლოკოს მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობა იმ ვადით, რა ვადასაც ჩათვლის მიზანშეწონილად, ხოლო სისტემატური დარღვევის შემთხვევაში – გააუქმოს მომხმარებლის რეგისტრაცია.
10. ვებ–გვერდის ადმინისტრაციას გააჩნია მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის, გრაფიკული გამოსახულებების მოდერაციის უფლება, მაგრამ ის არ იღებს ამ ვალდებულებას. ინტერაქტიული რესურსები (კომენტარები, ფორუმი) პოსტმოდერირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაცია კითხულობს მათ განთავსების შემდეგ. თუ ადმინისტრაცია შეტყობინების გაცნობის შედეგად ჩათვლის, რომ შეტყობინება არღვევს დადგენილ წესებს, მას გააჩნია  ამ მასალის მოშორების უფლება. მომხმარებელსაც შუძლია გაასაჩივროს კომენტარი/შეფასება და ასეთი საჩივრების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შეტყობინება მოშორებული იქნება ვებ–გვერდიდან.
11. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია ეცნობა მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ან მასალას მის გამოქვეყნებამდე და იტოვებს უფლებას სამართლებრივად, ეთიკურად მიუღებელ მასალაში შეიტანოს შესაბამისი კორექტივები ან უარი განაცხადოს მის განთავსებაზე.
12. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია არ არის ვალდებული განიხილოს და გადაწყვიტოს მომხმარებელთა შორის   წამოჭრილი სადავო ან კონფლიქტური სიტუაციები, აგრეთვე იტოვებს უფლებას   პიროვნების არაკორექტული ქცევის გამო, მომხმარებლისგან შემოსული მოტივირებული და დასაბუთებული პრეტენზიების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, დამრღვევ მომხმარებელს შეუზღუდოს ვებ–გვერდით ან მისი სერვისებით სარგებლობა.

 

მხარეთა შეთანხმება და პასუხისმგებლობები

 

1. წინამდებარე წესებისა და პირობების დაცვის თაობაზე თანხმობის დადასტურების შემდეგ, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას და  იძლევა გარანტიას, რომ განუხრელად შეასრულებს მომხმარებლის უფლებებისა და მოვალეობების ყველა პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. აღნიშნული მოთხოვნების განზრახ დარღვევის შემთხვევაში, ვებ–გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეზღუდოს მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდით ან მისი სერვისებით სარგებლობა, ხოლო სისტემატური გაუფრთხილებლობის ან დაუდევრობის შემთხვევაში, გააუქმოს მომხმარებლის რეგისტრაცია.
3. ვებ–გვერდი იყენებს იდენტიფიკაციის ტექნოლოგიას, რომელიც ეფუძნება Cookies-ის ფაილების გამოყენებას. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ადმინისტრაციას შეუძლია მოახდინოს მომხმარებლის შეზღუდვის რეგულირება ან მისი Account–ის გაუქმება.
4. ვებ–გვერდის მომხმარებელი თანახმაა მასზედ, რომ ვებ–გვერდზე მასალების (მათ შორის ტექსტის, ფოტოსურათის, გრაფიკის, აუდიო-ვიდეო მასალის) განთავსებისას მუდმივად, განუსაზღვრელი ვადით,  გადასცემს ამ მასალებს prexchange.ge-ს სარგებლობაში. ამით მომხმარებელი   prexchange.ge-ს ანიჭებს ამ მასალების არაექსკლუზიურად, მუდმივად და უსასყიდლოდ გამოყენების, შეცვლის, ადაპტაციის, თარგმნის, გამოქვეყნების, გავრცელების უფლებებს, ანუ ახდენს საავტორო და საგამომცემლო უფლებების დელეგირებას   დროში   და სხვა უფლებებში შეზღუდვის გარეშე.
5. ავტორიზებული PR-მენეჯერი თანახმაა მასზედ, რომ, მასთან დამატებითი შეთანხმებისა და მისგან ნებართვის აღების გარეშე, ვებ–გვერდის ადმინისტრაციამ, PR-მენეჯერის (ავტორიზაციისას მიწოდებული) პერსონალური მონაცემები (ტელეფონის ნომრები, კომპანიის სახელწოდება, სახელი და გვარი, თანამდებობა და სხვა) გადასცეს მესამე პირებს, ამ პირების მიერ PR-მენეჯერებისათვის საქმიანი წინადადებების/შეთავაზებების (სემინარი, ღონისძიება, შეხვედრა და სხვა) გაკეთების მიზნით.
6. ვებ–გვერდის მომხმარებლისათვის ცნობილია და იგი თანახმაა, რომ მისი პროფილის მონაცემებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება  მხოლოდ თავად მომხმარებელს.
7. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას:
– დაიცვას, ვებ–გვერდის კონფიდენციალობის პოლიტიკით განსაზღვრული, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა.
– გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ვებ–გვერდის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, მაგრამ, იმავდროულად, არ იღებს   ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მისი ფუნქციონირების განუწყვეტლობაზე, ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი გარემოებების ან ტექნიკური ხასიათის დაბრკოლებების გამო.
7. ვებ–გვერდის ადმინისტრაცია, გარდა კანონით პირდაპირ და უშუალოდ განსაზღვრული შემთხვევებისა,   სრულად იხსნის იურიდიულ და მატერიალურ პასუხისმგებლობას მომხმარებლის ზარალთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ინტერნეტის ქსელის ფუნქციონირების, აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური ხარვეზების გამო ან აპარატურისა და ინტერნეტის ქსელის მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის არასწორი გამოყენების მიზეზით. ასევე, იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის მიერ ვებ–გვერდით სარგებლობის წესების დაუცველობამ.

Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.