დავალიანების ზუსტი ოდენობის გარკვევას სილქნეტის აბონენტები ნომერზე 90 003 შეძლებენ
სილქნეტმა აბონენტებისთვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღება გაამარტივა. თუ ნომერზე 90 003, ნებისმიერი მობილური ქსელიდან, აბონენტი გააგზავნის სილქნეტის ანგარიშის ნომერს, მიიღებს შეტყობინებას დავალიანების ოდენობაზე SMS-ის სახით. ეს მომსახურება უფასოა.
დარიცხული დავალიანების დაფარვა კი შესაძლებელია ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და სწრაფი გადახდის აპარატით. ანგარიშსწორებისთვის მოქმედებს ასევე პორტალი (https://my.silknet.com/login), სადაც დარეგისტრირებული მომხმარებელი ონლაინ, ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე აწარმოებს გადახდას.
თანხა ჩარიცხვისთანავე აისახება მომხმარებლის ანგარიშზე. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ მინიმალური საფასურის გადახდაა საკმარისი, რომ აბონენტს სერვისი არ გაეთიშოს!
გააგზავნეთ SMS ანგარიშის ნომერზე 90 003-ზე და მიიღეთ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დროს, სრულიად უფასოდ.
სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ყველა მობილური ოპერატორიდან.

0 ხმა
146
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (99 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (70 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.