თელავში, ველისციხესა და კაბალში სპეციალური აქცია ამოქმედდა
დღეიდან თელავში, ველისციხესა და კაბალში მომხმარებლები სილქნეტის მომსახურებას სპეციალური პირობით მიიღებენ. არსებულ აბონენტებს აქცია ფასის შეუცვლელად გაზრდილ ინტერნეტ სიჩქარეს და ტელევიზიაზე თემატური პაკეტების დამატებას თავაზობს.

ოპტიკური ქსელის მომხმარებლებს არჩეულ ინტერნეტ პაკეტზე (10მგბ; 20მგბ; 35მგბ 50 მგბ) ავტომატურად გაეზრდებათ ინტერნეტის სიჩქარე 20 მბ/წმ-ით; ხოლო DSL ინტერნეტის აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ „ეკონომ“ პაკეტით, აქციის ფარგლებში „ბუსტის“ (3 მბ-ით მეტ სიჩქარეს) შეთავაზება უფასოდ გაუაქტიურდებათ, თუ მათთვის ტექნიკურად შესაძლებელია მომატებული სიჩქარის მიწოდება.

სატელევიზიო სერვისზე Silk TV-ის მომხმარებლებს ავტომატურად გაუაქტიურდებათ თემატური პაკეტები “პლუსი“ /9 არხი/, „კინო“/15 არხი/ და „Silk Mix“( „სტანდარტ“ პაკეტისთვის) , რომელიც მოიცავს Silk გასართობ არხებს. პირობა არ შეეხება „დელუქს“ და „დელუქს HD“ პაკეტებს; ხოლო იმ აბონენტებს, ვინც უკვე სარგებლობს ამ თემატური პაკეტებით, 2 წლის მანძილზე პაკეტების საფასური არ დაერიცხებათ.

თელავში, ველისციხესა და კაბალში ასევე ვრცელდება განსაკუთრებული აქცია, რომლითაც უკვე სარგებლობს ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, რუსთავი. ამ ქალაქებისთვის სპეციალური შეთავაზება ამოქმედდა: ყველაზე დაბალ ფასად, თვეში 23 ლარად მომხმარებელი იღებს 20 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტს და 130 სატელევიზიო არხს (გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით) ორი წლის მანძილზე.
ამ აქციებში ჩართვა 2017 წლის ბოლომდე ცხელი ხაზის 2 100 100 მეშვეობით არის შესაძლებელი.

0 ხმა
118
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (97 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (68 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.