სილქნეტის მხარდაჭერით თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნა
15 იანვარს, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნა. ჩვენს ქვეყანაში მეექვსე წელია არსებობს ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია და ძირითადად ბავშვებში თოვლის და მასთან დაკავშირებული აქტივობების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ჩატარდა გასართობი ტურნირი. ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრნენ (სამთო-სათხიალმურო და სნოუბორდი) და "თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავი მაისურები და სიგელები მიიღეს. ღონისძიებაში სულ 60-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

გასართობი კუთხე რამდენიმე ადგილას იყო მოწყობილი: ტკბილეულის დამზდება, თოვლის ფუგურების შეფერადება, სხვადასხვა შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობები.
1 ხმა
168
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (97 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (68 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.