ლუდი „სვიანი“ - კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი „ზედაზენისგან“
„ზედაზენმა“ ერთგულ მომხმარებელს, განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.
ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: - კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით.
„სვიანი - ძველი ქართული სიტყვაა და ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს სიტყვა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“-დან. ვფიქრობთ ეს სიტყვა უნდა მოდიოდეს მცენარის სახელწოდებიდან - სვია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე სვე-ბედნიერი. ლუდი „სვიანი“-ც ჩავიფიქრეთ როგორც ბედნიერების სასმელი: სასიამოვნო, მსუბუქი გემო და არომატი რომლის შეგრძნებაც სიცოცხლით ტკბობას გვგვრის, ეს ერთგვარი მედიტაციასავითაა. მიირთვით ლუდი „სვიანი“ მეგობრებთან ერთად ან მარტოობის ჟამს და შეიგრძენით თუ რას ნიშნავს ადამიანი იყო ღმრთისაგან სვიანი“ - აცხადებს ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე.
ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია, ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% .
„სვიანი“ შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს.
0 ხმა
287
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
პრომო აქციები (1 pr სიახლე)
სიახლე (16 pr სიახლე)
ქველმოქმედება (2 pr სიახლე)
ღონისძიებები (7 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.