რეპუტაციის მენეჯმენტის კურსი
ორგანიზაციის შედეგებში რეპუტაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის. კარგი რეპუტაცია ახალ პარტნიორებს იზიდავს, ცუდი კი ხელს უშლის კომპანიას ზრდაში. რეპუტაციის შექმნა და შენარჩუნება კი დროსა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.

"ხატია კომუნიკაცია" გთავაზობთ რეპუტაციის მენეჯმენტის ერთთვიან კურსს. ეს კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: რეპუტაცია, კრიზისებისა და საკითხების მართვა. რეპუტაციის მენეჯმენტის ამ კომპაქტური კურსის მეშვეობით, სემესტრის მასალას მცირერიცხოვან ჯგუფში თქვენ ერთ თვეში გაივლით.

ტრენერი: ხატია ოძელაშვილი
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ამჟამად ასწავლის “საქართველოს უნივერსიტეტში”, სადაც კითხულობს სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.

ტრენინგის თემატიკა:
რისკების სხვადასხვა კატეგორიები
საკითხები და მათი მართვა
კრიზისი და მისი მართვა
კრიზისის სიცოცხლის ციკლი

ხანგრძლივობა: 16 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 2 აგვისტო​
ადგილები შეზღუდულია

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სერთიფიკატს.

ტრენინგის ღირებულება:
350 ლარი - რეგისტრაცია 25 ივლისამდე
450 ლარი - რეგისტრაცია 31 ივლისამდე
540 ლარი - რეგისტრაცია 2 აგვისტომდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:​​
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით;
სტუდენტები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.

ხორავას ქუჩა 3 (ფილარმონიასთან)
ელ. ფოსტა: info@khatia.co
0 ხმა
57
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (1 pr სიახლე)
პრომო აქციები (4 pr სიახლე)
სიახლე (11 pr სიახლე)
ღონისძიებები (2 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.