სილქნეტის საახალწლო საჩუქარი მომხმარებლებს - SilkTV-ის ყველა სატელევიზიო არხი ერთი თვით ხელმისაწვდომი ხდება ფასის შეუცვლელად!
200-ზე მეტი არხი დღეიდან სილქნეტის სატელევიზიო სერვისში ჩართულ ყველა მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდება. 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით აბონენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ფასის შეუცვლელად ჰქონდეთ წვდომა SilkTV-ის სრულ კონტენტზე, მათ შორის თემატურ პაკეტებზე.

ერთი თვის მანძილზე საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო, მუსიკალური, კინო თუ სპორტული შინაარსის ქართული და უცხოური არხებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ უკეთ გაეცნონ თითოეული არხის პროგრამას, შეარჩიონ სასურველი შინაარსის გადაცემები, ტვ-შოუები, მოირგონ ის შესაძლებლობები, რასაც ინტერაქტიული ტელევიზია თავაზობს მათ.

SilkTV-ის სრული მაუწყებლობა ფასის შეუცვლელად ავტომატურად გაუაქტიურდებათ და ასევე ავტომატურად შეუჩერდებათ მომხმარებლებს თბილისსა და რეგიონში.
შეთავაზება გავრცელდება ახალ აბონენტებზეც ინსტალაციის პერიოდის მიუხედავად.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით 24 საათიან ცხელ ხაზს 2 100100.
სილქნეტი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
0 ხმა
296
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (99 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (70 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.