"სილქნეტი" მომხმარებლებისთვის პრიზების გათამაშებას იწყებს
სილქნეტი SilkTV-ის არხებისა და გადაცემების წახალისებას იწყებს. არხების National Geographic და DTX მაყურებლებისთვის საგანგებო პრიზებია დაწესებული.
National Geographic Channel-ზე 6 სერიანი დოკუმენტური ფილმის „The Story of God” ჩვენება მიმდინარეობს. ამ საინტერესო მოგზაურობას — ეგვიპტიდან მექსიკამდე - ცნობილი მსახიობი მორგან ფრიმენი უძღვება. ის ჩვენი პლანეტის უნიკალურ ადგილებს სტუმრობს და გვაცნობს, თუ როგორ ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიები, როგორ ყალიბდებოდა კულტურა მის გარშემო, რა როლი ენიჭებოდა ღმერთს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და როგორ განავითარა რელიგიის შეცნობამ საზოგადოება.
კომპანია სილქნეტი საპრემიერო ჩვენებას გათამაშებით შეუერთდა.
25 აპრილიდან სპეციალურად შექმნილ საიტზე - www.storyofgod.ge შეკითხვების განთავსება იგეგმება. პასუხებისთვის საჭიროა 6 კვირის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს, 22:45 საათზე, National Geographic-ის არხზე მომხმარებელმა უყუროს დოკუმენტურ ფილმს „The Story of God“. თამაშში ჩართვა და რეგისტრაცია მხოლოდ Silk TV-ის მომხმარებელებს შეეძლებათ. ყველაზე აქტიური 3 მომხმარებელი სასურველი სამოგზაურო ტურით დაჯილდოვდება.

სილქნეტი კიდევ ერთ გათამაშებას ავტომოყვარულებისთვის აწყობს. ვიქტორინაში I LOVE MY CAR -22 აპრილიდან 24 მაისამდე ყველა ავტომოყვარულს შეეძლება მონაწილეობა, თუმცა შემეცნებითი-გასართობი არხის DTX მიერ დაწესებულ საჩუქრებს მხოლოდ სილქნეტის ქსელში ჩართული მონაწილე მიიღებს.
მთავარი პრიზი - მანქანის მოვლის საშუალებებით სავსე ყუთია!
საგანგებოდ შექმნილ საიტზე http://dtx.silknet.com/ მონაწილე ვიქტორინისთვის განკუთვნილ მოკლე ვიდეოს იხილავს და თუ უპასუხებს ოთხ შეკითხვას, გამარჯვებულად გამოვლინდება. ერთ მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ ერთხელ ჩაერთოს გათამაშებაში.
ვიქტორინა ინგლისურენოვანია.
ყოველ პარასკევს 15:00 საათზე, სილქნეტის ფეისბუკის გვერდზე გამოვლინდება გამარჯვებული მონაწილე.
Silk TV ავტომოყვარულებს ამ გათამაშებით ახალ ცოდნას, ახალ აღმოჩენებს, ექსპერიმენტებს, თავგადასავლებს, შთაბეჭდილებებს ჰპირდება
1 ხმა
571
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (39 pr სიახლე)
სიახლე (99 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (70 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.