"სილქნეტი" შშმ პირების გადამზადების პროექტში ჩაერთო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას იწყებს. ამ ინიციატივას ერთ-ერთი პირველი კომპანია სილქნეტი გამოეხმაურა. პროექტი ,,ყველაფერი შესაძლებელია’’ დასაქმების მსურველ შშმ პირებს, უფასოდ, კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს შემდგომში მათ დასაქმებას.
„კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით პროექტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. შშმ პირების გადამზადებით და დასაქმებით რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობა იქმნება. საუბარია შრომისუნარიან კატეგორიაზე. სილქნეტი მოხარულია, რომ ამ პროცესის თანამონაწილე ხდება.“ - განაცხადა კომპანია სილქნეტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა თამაზ დათუნაშვილმა.

კომპანია სილქნეტი მრავალი წელია ზრუნავს შშმ პირებზე. კერძოდ, კომპანიის ქსელში ჩართულ პირველი ჯგუფის უსინათლო აბონენტებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე დაწესებული აქვს 50%-იანი ფასდაკლება სააბონენტო გადასახადზე, ასევე ყოველთვიურად ჩუქნის უფასო სასაუბრო წუთებს სხვა ქსელზე კავშირისას.

1 ხმა
310
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (97 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (68 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.