სილქნეტი წინანდლის მუსიკალური საღამოს პირდაპირ ტრანსლირებას უზრუნველყოფს
14 სექტემბერს ჭავჭავაძეების მამული ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს უმასპინძლებს. 130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით საქართველოს პირველად ეწვევა. ამ კონცერტით გაიხსნება წინანდალში ახალი მუსიკალური ცენტრი, რომელიც ძველი ღვინის მარნის ტერიტორიაზე განთავსდა და 1000 სტუმარზეა გათვლილი.

ღონისძიების წარმდეგნია კომპანია „სილქნეტი“, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს მასშტაბით ამ მუსიკალური საღამოს პირდაპირ ტრანსლირებას უზრუნველყოფს. "სილქ უნივერსალის“ მეშვეობით. არხი ხელმისაწვდომია როგორც სილქნეტის ქსელში, ისე ციფრულ და საკაბელო მაუწყებელში.
კონცერტი “Chek in Georgia” ფარგლებში ტარდება. პარტნიორები არიან: "TBC Status“, “Club Iveria“, “Porsche“, "Chronograph’’, მედია მხარდამჭერი - "National Geographic საქართველო“.

ჭავჭავაძეების მამული მრავალი წელია ინარჩუნებს საუკუნეების მანძილზე წინანდალში დამკვიდრებულ კულტურისა და ისტორიის ცენტრის სტატუსს. თითოეული ღონისძიება, რომელიც ამ აღდგენილ, დამშვენებულ სივრცეში ტარდება კომპანია „სილქნეტისა“ და სილქ როუდ ჯგუფის პატრონაჟით მიმდინარეობს.
0 ხმა
107
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (99 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (70 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.