სილქნეტმა საერთაშორისო ფორუმზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური შეთავაზება წარადგინა
2017 წლის 20 მარტს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ღონისძიება ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ფორუმს დაესწრნენ უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიებისა და კერძო ფონდების წარმომადგენლები. ასევე, ქართველი მეწარმეები, ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიებისა და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები.
კომპანია სილქნეტმა ფორუმზე მცირე და საშუალო ბიზნესს ექსკლუზიური პირობები შეთავაზა. სრული სატელეკომუნიკაციო სერვისის განახლებული პირობები თბილისსა და რეგიონებზე ვრცელდება:
Ø მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ბიზნესზე მორგებული პირობებით;
Ø ინტერაქტიული ტელევიზია „SILK TV” სპეციალურ ფასად;
Ø ასევე სხვა დამატებითი სერვისი, როგორიცაა: ტელეფონია, 4G LTE ინტერნეტი, ვებ-ჰოსთინგი, კოლოკაციის სერვისი, VPN ვირტუალური კერძო ქსელის შექმნა;

კომპანიის მომსახურების გაცნობა საგანგებო სტენდთან ფორუმის დამსწრეებს, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებს შეეძლოთ.

0 ხმა
279
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (39 pr სიახლე)
სიახლე (99 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (70 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.