სილქნეტმა 6 წლის იუბილე გამწვანების აქციით აღნიშნა

„სილქნეტმა” 6 წლის იუბილე საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით 16 აპრილს, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, კომპანიის თანამშრომელთა მონაწილეობით ზეთისხილის 100 ნერგი დაირგო. აღნიშნული აქცია ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” ხელშეწყობით ჩატარდა, რომლის დაფუძნებაში ორი წლის წინ სილქნეტს საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი.

„კომპანია სილქნეტი დაბადების დღეს აღნიშნავს არა ტრადიციული ფორმით და კორპორატიული საღამოთი, არამედ გამწვანების აქციით. იქ სადაც შენდება დიდი სამონასტრო კომპლექსი, სილქნეტის თანამშრომლების მონაწილეობით დაირგო 100 ძირი ზეთისხილის ნერგი, რომლიც მომავალში ისევ ეკლესიას მოხმარდება “ - აღნიშნა აქციაზე სილქნეტის ადამიანური რესურსების სამსახურის დირექტორმა თამაზ დათუნაშვილმა
1 ხმა
318
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (96 pr სიახლე)
ქველმოქმედება (21 pr სიახლე)
ღონისძიებები (68 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.