სტრატეგიული კომუნიკაციის კურსი
პიარი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სტრატეგიული კომუნიკაცია გამოარჩევს წარმატებულ სპეციალისტს საქმის ტაქტიკური და ტექნიკური შემსრულებლისგან. სტრატეგიული კომუნიკაციის კომპაქტური კურსის მეშვეობით, სემესტრის მასალას მცირერიცხოვან ჯგუფში თქვენ ერთ თვეში გაივლით. პროგრამის მიზანია მსმენელს სტრატეგიული გეგმის შედგენა შეასწავლოს. ტრენინგის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა საინტერესო ქეისები ათვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

ტრენერი: ხატია ოძელაშვილი
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ამჟამად ასწავლის “საქართველოს უნივერსიტეტში”, სადაც კითხულობს სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.

ტრენინგის თემატიკა:
სტრატეგიული კომუნიკაციის როლი კომპანიის წარმატებაში;
სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილები;
კომუნიკაცია და ეფექტურობა; კომუნიკაციის მიზანი და ამოცანები;
კომუნიკაციის სამიზნე ჯგუფები; სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობა;
კომუნიკაციის ძირითადი მესიჯები;
დამაჯერებელი კომუნიკაცია;
კომუნიკაციის სტრატეგია და ტაქტიკა;
გეგმის განრიგი და ბიუჯეტი;
კვლევა და ევალუაცია კომუნიკაციაში.

ხანგრძლივობა: 16 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 ივლისი
ადგილები შეზღუდულია

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს.

ტრენინგის ღირებულება:
310 ლარი - რეგისტრაცია 19 ივნისამდე
400 ლარი - რეგისტრაცია 26 ივნისამდე
490 ლარი - რეგისტრაცია 30 ივნისამდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:​
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით;
სტუდენტები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.

ხორავას ქუჩა 3 (ფილარმონიასთან)
ელ. ფოსტა: info@khatia.co
რეგისტრაცია: https://www.khatia.co/courses
0 ხმა
22
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (1 pr სიახლე)
პრომო აქციები (4 pr სიახლე)
სიახლე (9 pr სიახლე)
ღონისძიებები (1 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.