სტუდენტური დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე სილქნეტმა ოცზე მეტი კანდიდატი შეარჩია
სილქნეტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს. ფორუმის მიზანია დააკავშიროს წარმატებული სტუდენტები და მათი მომავალი დამსაქმებელი ერთმანეთს. წელს 50-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ წარჩინებულ სტუდენტებს. მათ შორის იყო სილქნეტი, რომელიც სპეციალური წინადადებებით წარსდგა ფორუმზე.

კომპანიის სტენდთან ხალხმრავლობა იყო. კომპიუტერული ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტების სტუდენტები დიდ ინტერესს გამოხატავდნენ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიის შეთავაზების მიმართ. საბოლოოდ შეირჩა 20-ზე მეტი კანდიდატი, რომელიც გაივლიან სტაჟირებას ვებ-გვერდის და პროგრამირების მიმართულებით.

თანამშრომლობის და პარტნიორობის ნიშნად სილქნეტმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ჟურნალ National Geographic ქართული გამოცემის სრული ბიბლიოთეკა.
0 ხმა
111
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (97 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (68 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.