პირველად საქართველოში სტარტაპების შეჯიბრი - seedstartbilisi გაიმართა
2016 წლის 11 ივნისს თბილისმა სტარტაპების შეჯიბრს - Seedstarstbilisi. ტექნოპარკში უმასპინძლა .

Seedstars World S.A შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ატარებს ექსკლუზიურ შეჯიბრებებს სტარტაპებისთვის განვითარებად და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. Seedstars -ის პირველი ადგილობრივი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Society of Investement Professionals (GSIP)-ის ორგანიზებით და ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა და „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ თანაორგანიზებით ჩატარდა.

ფინალურ ეტაპზე, თორმეტმა სტარტაპ კომაპნიამ წარმოადგინა საკუთარი პროექტი გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. საუკეთესო ქართული სტარტაპის ტიტული კი Treepex-მწვანე ლოიალობის პროგრამამ მოიპოვა, რომელიც საქართველოს Seedstar World-ზე წარადგენს და იბრძოლებს მთავარი პრიზისათვის - 500 000 აშშ დოლარის მოცულობის კაპიტალური ინვესტიციის მისაღებად

მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს სტარტაპებმა Lingwing (უცხო ენების დისტანციურად სწავლების ინოვაციური პლადფორმა) და Mosavali (პლატფორმაგანვითარებად ქვეყნებში მოღვაწე ფერმერებისთვის)

Seedstarstbilisi 2016-ის გამარჯვებულები გამოვლინდა ადგილობრივი წარმატებული ბიზნესმენების და მოწვეული საერთაშრისო ექსპერტების მიერ, მათ შორის იყო „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და „ბიას“ გენერალური დირექტორი, ბ–ნი აიეტ კუკავა

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსია ჟიურის წევრების და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, სადაც ისაუბრეს საქართველოში ტექნოლოგიური საინვესტიციო კლიმატის განვითარების პერსპექტივებზე.

ფინალურ ღონისძიებამდე მონაწილე სტარტაპებს პროფესიონალი მენტორების კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. შესარჩევ ეტაპზე შეჯიბრით 50-ზე მეტი სტარტაპი დაინტერესდა.

Seedstars–ი საქართველოში მომავალ წელსაც ჩატარდება, მანამდე კი გამარჯვებული Treepex გზავნილს, რომ ერთად გავხადოთ დედამიწა უფრო მწვანე, მიაწვდენს საერთაშორისო ინვესტორებს და განვითარებადი ქვეყნების სტარტაპების ენთუზიასტებს შვეიცარიაში.
1 ხმა
525
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (1 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.