“მონტაჟ ჯორჯიამ“ დიდუბის ხიდზე უახლესი ტექნოლოგიის LED სანათები დაამონტაჟა.
“მონტაჟ ჯორჯიამ“ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, დიდუბის რაიონში, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ხიდზე LED სანათები დაამონტაჟა. უახლესი ტექნოლოგიის მართვადი სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
“მონტაჟ ჯორჯიას“ წარმომადგენელთა განცხადებით, დისტანციურად მართვადი დიოდური სანათები პოლონური კომპანია LUG-ის წარმოებისაა და ენერგოეფექტურობით და ეკოლოგიურობით გამოირჩევა. LED სანათების პროგრამის მართვა დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით სახლიდან ან ოფისიდან არის შესაძლებელი. ე.წ. „გონიერი ტექნოლოგიების“ დამსახურებით, LED სანათების სიმძლავრე გზების დატვირთულობიდან გამომდინარე, ავტომატურად კონტროლდება. შესაბამისად, ღამის საათებში, როდესაც საავტომობილო გზებზე მოძრაობის ინტენსიურობა კლებულობს, 75 ვატიანი თითოეული სანათის სიმძლავრე 70 %-ით მცირდება, რაც სანათებს კიდევ უფრო ეკონომიურად აქცევს.
თბილისის მერიის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დიდუბის რაიონში 18 ცალი მაღალტექნოლოგიური LED სანათი ფუნქციონირებს. „მონტაჟ ჯორჯიამ“ პოლონურ კომპანია LUG-თან პარტნიორობის ხელშეკრულება 2017 წლის თებერვალში გააფორმა. შპს „მონტაჟ ჯორჯია“ LUG-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

1 ხმა
294
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
სიახლე (6 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.