„მონტაჟ ჯორჯია“ „ვივოტეკის“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
კომპანია „მონტაჟ ჯორჯია“ საქართველოში კორპორაცია „ვივოტეკის“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ქართველ მომხმარებელს „ვივოტეკის“ წარმოების ვიდეო მეთვალყურეობის და სხვა უსაფრთხოების სისტემების შეძენა შეუძლია.
კორპორაცია „ვივოტეკი“ 2000 წლის თებერვალში დაარსდა და მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დამსახურებით, უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელ გლობალურ ლიდერად იქცა.
ბოლო წლების მანძილზე, „ვივიტეკმა“ წარმატებით განავითარა თანამედროვე, პრაქტიკული და სრულყოფილი IP მეთვალყურეობის გადაწყვეტილებები, რაც ქსელური კამერების, PoE გამანაწილებლების, ქსელური ვიდეო ჩამწერების და ვიდეო მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფის ფართო რიგს გულისხმობს.
IoT ტრენდის განვითარების შედეგად, „ვივოტეკს“ აქვს ამბიცია იქცეს IoT-ის (Internet of Things) „თვალად“ იქცეს, აუდიო და ვიდეო გამოსახულების ექსპანსიური ტექნოლოგიური შესაძლებლობების დამსახურებით.
წარმატებული დამოუკიდებელი და კოორდინირებული განვითარების ერთიანობა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, მაქსიმალურად გაზარდოს პოტენციალი და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ხარისხი, და მომხმარებლის მოთხოვნა, სპეციალიზირებული ბაზრის მთელი მასშტაბით, სრულყოფილად დააკმაყოფილოს.
0 ხმა
66
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
სიახლე (6 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.