„მონტაჟ ჯორჯია“ Kamstrup-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
შპს „მონტაჟ ჯორჯია“ დანიური კომპანია Kamstrup-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. ქართული კომპანია მომხმარებელს Kamstrup-ის მაღალტექნოლოგიურ წყლის, ელექტროენერგიის, თბომომარაგების და გაგრილების სისტემების მრიცხველებს შესთავაზებს.
წყლის და ენერგიის აღრიცხვის სფეროში - Kamstrup - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ბრენდად ითვლება. დანიური კომპანია დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.
Kamstrup-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიის უახლესი ულტრაბგერითი მრიცხველების დამსახურებით, ენერგიის და კომუნალური ხარჯების დაზოგვის მაჩვენებელი შენობებში 15-30%-ს აღწევს.
Kamstrup-ის ულტრაბგერითი მრიცხველები მექანიკურ მრიცხველებთან შედარებით სიზუსტით, საიმედოობით და სხვა უამრავი უპირატესობით გამოირჩევა. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ენერგომომარაგების და კომუნალური ხარჯების მენეჯმენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, Kamstrup-ის ინტელექტუალური მრიცხველები წყლის და ელექტროენერგიის მოხმარების ზუსტი კონტროლის და ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევენ.
დანიური კომპანია კომპანია 1946 წელს ბიზნესმენმა ოლაფ კამპსტრუპმა დააარსა. Kamstrup-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი წარმატება მუშაობის ეფექტურობის ზრდის ახალი გადაწყვეტილებების დამსახურებაა.
კომპანიის პროდუქტებს შორისაა: აღრიცხვის მაღალტექნოლოგიური, ულტრაბგერითი ხელსაწყოები, კავშირის ინფრასტრუქტურა, მონაცემთა მართვის სისტემები, ინტელექტუალური ქსელები, ჰოსტინგური გადაწყვეტილებები, მონაცემთა ანალიზის სისტემები და სხვა.
1 ხმა
62
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
სიახლე (5 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.