„მონტაჟ ჯორჯია“ LUG-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
შპს „მონტაჟ ჯორჯია“ პოლონური კომპანია LUG-ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
LUG განათების პროფესიონალური სისტემების წარმოების სფეროს ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში. კომპანია პროფესიონალური განათების საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების 28-წლიანი გამოცდილებით ამაყობს. LUG-ის სანათები და განათების სისტემები თითოეული დამკვეთის ინდივიდუალურ მოთხოვნას პასუხობს და სრულიად შეესაბამება ბრენდის სლოგანს - "Your World, Our Light".
LUG საკუთარ სამეცნიერო კვლევით რესურსებს და განათების სისტემების ლაბორატორიებს ფლობს. კომპანიის პროდუქცია განათების ოპტიმალურად ადაპტირებული ინტენსიურობის, და ასევე ხარისხის და ენერგოეფექტურობის მაქსიმალური შეფარდების გარანტად ითვლება.
LUG განათების სისტემები მაღალხარისხიანი და დახვეწილი ტექნიკური პარამეტრებით, ენერგოეფექტურობით და დიზაინით გამოირჩევა. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დამსახურებით, LUG მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში შიდა და გარე ილუმინაციის სრულიად ახლებურ ხარისხს ნერგავს.
შპს „მონტაჟ ჯორჯია“ ქართველ მომხმარებელს LUG-ის წარმოების LED ტექნოლოგიის სანათებს სთავაზობს. LUG-ის მაღალტექნოლოგიური მართვადი LED სანათები „მონტაჟ ჯორჯიამ“ დიდუბის ხიდზე უკვე დაამონტაჟა.
0 ხმა
219
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
სიახლე (6 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.