“ხატია კომუნიკაციამ” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
“ხატია კომუნიკაციამ” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ეს პარტნიორობა უნიერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს სტაჟირება გაიარონ პიარსააგენტოში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

“უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ მათი დახმარებით ვეცნობით მომავალ პროფესიონალებს. სტუდენტებს მოაქვთ ახალი იდეები, სააგენტოში კი სამუშაოს რეალურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს ეცნობიან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენთან კარგად მომზადებულ სტუდენტებს აგზავნის და ამისათვის მათ მადლობა”, - განაცხადა პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტუდენტების, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნაზე ზრუნავს.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტების უზრუნველყოფა სტაჟირებისა და დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობებით. ამ მიზნით უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ კომპანიებთან, მათ შორისაა პიარსააგენტო შპს „ხატია კომუნიკაცია“. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებას. ამასთან, უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს პიარსააგენტოსთან ურთიერთობას და თანამშრომლობის სფეროების გაღრმავებას. რაც არამარტო სტუდენტთა სტაჟირების შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ მოიაზრებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების, მათ შორის - საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას”, - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ილია ჩილოღლუმ.

თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და პიარსააგენტოს შორის 19 ივლისს გაფორმდა. სააგენტოში ამ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაიწყო რამდენიმე სტუდენტმა მუშაობა.

“ხატია კომუნიკაცია” კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტოა. მისი მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები. “ხატია კომუნიკაცია” თანამშრომლობს ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიცაა “ლუკოილი”, “ექიმები საზღვრებს გარეშე” და სტარტაპებთანაც, როგორიც გახლავთ “ბონ ვოიაჟ”. დამატებით ინფორმაციას გაეცანით კომპანიის ვებგვერდზე www.khatia.co
0 ხმა
103
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (1 pr სიახლე)
პრომო აქციები (4 pr სიახლე)
სიახლე (11 pr სიახლე)
ღონისძიებები (2 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.