"ხატია კომუნიკაცია" ახალ ოფისში გადადის
პიარსააგენტო "ხატია კომუნიკაცია" ახალ მისამართზე გადავიდა, ბუდაპეშტის 36/38 ნომერში.

"ახალი ოფისის საჭიროება გუნდის და პროექტების რიცხვის ზრდამ განაპირობა. ახალ სივრცეში გვაქვს საჭირო სიმყუდროვე გუნდური მუშაობისათვის და სრული კომფორტი. ეს მნიშვნელოვანია გუნდის განვითარებისათვის. გარდა ამისა, ჩვენი სამუშაო სივრცე საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების კუთხით. ახალგაზრდები გამოცდილებას იძენენ, სააგენტოს კი მათი კრეატიული იდეები ემატება," - განაცხადა ხატია ოძელაშვილმა, კომპანიის დამფუძნებელმა.

პიარსაააგენტო "ხატია კომუნიკაცია" უკვე ერთი წელია კომპანიებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. "ხატია კომუნიკაცია" თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან "ლუკოილი", "დეილი", საფრანგეთის "ექიმები საზღვრებს გარეშე" და სხვა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს www.khatia.co
0 ხმა
42
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (1 pr სიახლე)
პრომო აქციები (4 pr სიახლე)
სიახლე (11 pr სიახლე)
ღონისძიებები (2 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.