„ხატია კომუნიკაცია”-სა და საერთაშორისო ორგანიზაცია “MSF France”-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
პიარ სააგენტო „ხატია კომუნიკაცია”-მ თანამშრომლობა საერთაშორისო სამედიცინო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “MSF France”-თან დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, პიარ სააგენტო ორგანიზაციას მომსახურებას კომუნიკაციის სფეროში გაუწევს.

“MSF France” ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უწევს კრიზისში არსებულ ხალხს განურჩევლად რასისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა. კომპანია საქართველოში ტუბერკულიოზის პროგრამის მხარდაჭერას ახორციელებს.

“ქართული კომპანიების შემდეგ, ასეთ დიდ, საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შესაძლებლობას აძლევს ჩვენს კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს თავისი ადგილი.” - განაცხადა პიარ სააგენტოს დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.

“ხატია კომუნიკაცია” არის კანადური გამოცდილების მქონე პიარ სააგენტო, რომელიც თბილისში 2016 წლის მაისში დაარსდა. სააგენტო ეხმარება კომპანიებს იყვნენ ბაზარზე გამორჩეულნი, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ მათი გაყიდვები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გამოიწერეთ სიახლეები: http://bit.ly/2iHd2zK
0 ხმა
99
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (1 pr სიახლე)
პრომო აქციები (4 pr სიახლე)
სიახლე (9 pr სიახლე)
ღონისძიებები (1 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.