Fitch Ratings-მა, სილქნეტს ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა

წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა სილქნეტს B+ საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას 2016 წელს მიენიჭა.

„მოხარული ვართ, რომ Fitch-მა დაადასტურა სილქნეტის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ იქნა მიღებული. ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ საქართველოს არასაფინანსო სექტორიდან, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო და რომელმაც საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ავამაღლებთ ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს“ - განაცხადა „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), სილქნეტი საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ სეგმენტის 41%, მაუწყებლობის ტრანზიტის (pay TV) სეგმენტის 30% და ფიქსირებული ტელეფონიის სეგმენტის 48%-ს ფლობს.

0 ხმა
28
Share:
 
კომენტარები
 
სორტირება: 
ერთ გვერდზე: 
 
  • კომენტარები არ არის
 
კატეგორიები
 
კონკურსები (6 pr სიახლე)
პრომო აქციები (37 pr სიახლე)
სიახლე (99 pr სიახლე)
ქველმოქმედება (22 pr სიახლე)
ღონისძიებები (69 pr სიახლე)
Copyright © 2017 NCIB. All rights reserved.